საქართველოს მთავრობამ 2020-23 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა
საქართველოს მთავრობამ 2020-23 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა. დადგენილებაში აღნიშნულია, რა პირობებით ჩამოეწერებათ კლინიკებს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები. სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75 პროცენტისგან გათავისუფლდებიან, თუ დავალიანების 25 პროცენტს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ.