დღეს საქართველოში მოტო სპორტის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
დღეს საქართველოში მოტო სპორტის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ჰასკ მოტო პარკში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეები ერთმანეთს სამ დისციპლინაში შეეჯიბრნენ. მოტო სეზონის გახსნის ღონისძიება საქართველოს ეროვნული მოტო ფედერაციის ეგიდით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და ჯილდოები გადაეცათ.