საფრანგეთის საელჩოს დუმილი
თუკი გრანტების ირიბი მიზნით გაცემისა და გამოყენების შანსი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეუძლებელი გახდა, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამ გამოთავისუფლებული სივრცის ათვისება სცადა. ბრიტანეთის შემდეგ ამ მიმართულებას საფრანგეთის საელჩო შეუდგა, რომელმაც რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არ განმარტა რატომ, რა პირობებით და რა მიზნის დასაფინანსებლად გასცა გრანტი ოპოზიციური სეგმენტისთვის. ერთი დეტალიცაა, საელჩომ ეს სვლა გრანტების გაცემის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს რამდენიმე საათით დაასწრო. ხელისუფლება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მათ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ქვეყნის რევოლუციური რყევების დასაცავად, აუცილებელი ნაბიჯი იყო.