დეზინფორმაციის მორიგი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ
დეზინფორმაციის მორიგი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ამჯერად საქმე ეხება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას. სხვადასხვა მედია საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ეხმიანება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ჯო უილსონი დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს იმისთვის, რომ მილევად რეჟიმში მყოფ ოპოზიციას დაეხმაროს