დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით გამოხატული თანადგომისთვის. დავით სონღულაშვილმა უნგრეთთან განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უნგრელ კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების, ასევე, საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია