კახეთის რეგიონში შეხვედრები ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით გრძელდება
კახეთის რეგიონში შეხვედრები ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით გრძელდება. ახმეტის შემდეგ ღონისძიებები დღეს თელავში მიმდინარეობს. ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების მიზანია უფრო აქტიური ჩართულობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ღონისძიებები ორგანიზებულია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად