ვატიკანი რომის პაპს ემშვიდობება
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ვატიკანში არიან. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი დიპლომატი, ხვალ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან. მანამდე კი თბილისში, წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერები გააკეთეს. ფრანცისკეს ცხედარი, წმინდა პეტრეს ბაზილიკაშია დასვენებული. მას ხვალ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები