უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მმართველი გუნდი აფასებს
უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მმართველი გუნდი აფასებს. ამბობენ, რომ პრანკერებთან ინტერვიუში ახალი არაფერი თქმულა და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უცხოური ძალები საქართველოს საქმეებში ჩარევას სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ხელით ცდილობენ. პრანკერებთან სატელეფონო საუბრისას ზურაბიშვილმა აღიარა, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები ამერიკული და ევროპული ფონდებიდან ფინანსდება. ასევე ჩივის, რომ ბოლო პერიოდში თანხა აგვიანებს.