გიორგი ვაშაძე პროკურატურაში დაიბარეს
გიორგი ვაშაძე პროკურატურაში დაიბარეს. მას დღეს ბრალს წარუდგენენ. საქმე ეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე“ დაწყებულ გამოძიებას. დაბარების მიუხედავად, ვაშაძე კომისიაზე არ გამოცხადდა.