საერთაშორისო ტურნირი
დინამო თბილისის აკადემიას მსოფლიოს მოწინავე წყალბურთის ტურნირში წელსაც ვიხილავთ. პრესტიჟული შეჯიბრება „ტომო“ ხორვატიაში 2011 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს წამყვანი კლუბები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობენ. დედაქალაქური გუნდი ტურნირზე, რომელიც 21-დან 27 აპრილის ჩათვლით გაიმართება და 66 კლუბი ითამაშებს, 12 და 14 წლამდე გუნდებით გამოვა. მსგავსი შეჯიბრებები ქვეყანაში საწყლოსნო სახეობათა სპორტის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო საერთაშორისო ტურნირში უკვე მეორედ მონაწილეობს.