იტალიაში ვიზიტით მყოფი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვატიკანში გამართულ მსახურებას დაესწრო
იტალიაში ვიზიტით მყოფი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვატიკანში გამართულ მსახურებას დაესწრო. ცერემონიაზე ჯეი დი ვენსი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ჯანმრთელობის გამო მსახურებას არ ესწრებოდა რომის პაპი ფრანცისკე, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან მიგრანტების საკითხზე უთანხმოება აქვს. პონტიფიკოსი ტრამპის გეგმას მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის შესახებ მწვავედ აკრიტიკებს