სლოვენიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა უდანაშაულოდ ცნო
სლოვენიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა უდანაშაულოდ ცნო. მას ბრალი კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა. ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლებას 2026 წლის არჩევნებიდან მისი ჩამოცილება სურს. იანშა სლოვენიის დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელიც ოპოზიციაშია