2008 წლის შემდეგ პირველად ვალენსიამ სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალი დაამარცხა
2008 წლის შემდეგ პირველად ვალენსიამ სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალი დაამარცხა, გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი გიორგი მამარდაშვილი იყო. ქართველი მეკარე ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მამარდაშვილმა მე-13 წუთზე ვინი სიუსის პენალტი მოიგერია. 2 წუთში კი ვალენსია დაწინაურდა. 50-ე წუთზე კი ვინი სიუსმა წონასწორობა აღადგინა. ქართველმა მეკარემ 8 სეივი მიითვალა.