"ქრონიკამ" მოიპოვა ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის ჩარიცხულ თანხებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგრეთ წოდებულ მცველებად წარმოაჩენენ თავს
"ქრონიკამ" მოიპოვა ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის ჩარიცხულ თანხებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგრეთ წოდებულ მცველებად წარმოაჩენენ თავს. წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი დონაციები სოროსის ფონდს აქვს გაკეთებული. რეალური სივრცის წამყვანს, ნინო ზაუტაშვილს 2020-2024 წლებში, ხელფასის გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 152 ათას 407 ლარი და 960 დოლარი. რეალური სივრცის თანამშრომელმა, გურანდა გოგოჩაშვილმა 2024 წელს მიიღო 71 ათას 899 ლარი, 2022-24 წლებში მან ასევე მის თანამშრომელს, ტუხა კვინიკაძეს, რომელიც რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, 69 ათას 312 ლარამდე თანხა გადაურიცხა. ამავე გადაცემის კიდევ ერთ თანამშრომელს, თამარ მშვენიერაძეს სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 167 ათას 937 ლარი. მშვენიერაძეს 2021-2025 წლებში საკუთარ ანგარიშზე შეტანილი აქვს ნაღდი ფულიც - 78 ათას 630 ლარი. ამავე ინფორმაციით, ლაშა ტუღუშს აფინანსებს ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია და მას 2022 წლიდან მიღებული აქვს 484 ათას 102 ლარი. წყაროს მიერ მიღებულ ინფორმაციას ამ დრომდე ვამოწმებთ. ვუკავშირდებით ყველა დასახელებულ პირს. მათ შორის მაია ბოკერიას, რომელმაც დილიდან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა კი თქვა, რომ მის მეუღლეს სარეკლამო კომპანია არ აქვს. გადამოწმების შედეგად დავადგინეთ, რომ სარეკლამო კომპანიაში 25 პროცენტიანი წილის მფლობელი იმავე სახელის და გვარის მქონე სხვა მაია ბოკერიაა და ვასილ ივანოვ ჩიქოვანის მეუღლეს კავშირი არ აქვს სარეკლამო კომპანიასთან. დავუკავშირდით ნინო ზაუტაშვილსაც. ის "ქრონიკის" ზარმა გააღიზიანა.