თეა ონიანი ოპოზიციურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, თეა ონიანი ოპოზიციურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. თეა ონიანი ერთ-ერთ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება. მისი განცხადებით, სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის მცირე ინფილტრაციასთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია არასწორია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სააგენტომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის მცირე ინფილტრაციის პროცესი შეისწავლა. უწყებაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო პროცესი ხვალიდან დაიწყება. რაც შეეხება ტაძარს, ან ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება.