შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ტესლას მფლობელებისთვის სპეციალურ გაფრთხილებას ავრცელებს
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ტესლას მფლობელებისთვის სპეციალურ გაფრთხილებას ავრცელებს. სოციალურ ქსელ იქსზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესლას მფლობელების მიმართ 9 შტატში დაფიქსირებულია მასშტაბური ინციდენტები, ცეცხლის გაჩენის, სროლისა და ვანდალიზმის ფაქტები, რომელიც პოლიტიკურ სარჩულით იყო მოტივირებული. ტესლას მფლობელებს გამოძიების ბიურო ფხიზლად ყოფნისა და ინფორმაციის თვალის დევნებისკენ მოუწოდებს.