უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისივე თქმით, ომის დასრულება არამხოლოდ ჰუმანური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც არის აუცილებელი, რადგანაც ომის გამო ფასები იზრდება და სოციალური ვითარება უარესდება.