გუმისთის ბრძოლის 32-ე წლისთავზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ჯონი ტატუნაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
გუმისთის ბრძოლის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, ჯონი ტატუნაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გუმისთასთან შეტაკებისას დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვეტერანები და გუმისთის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლები.