უკრაინის დაცვის მსურველთა კოალიციის სამხედრო გეგმები, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შესახებ ოპერაციულ ფაზაში გადადის
უკრაინის დაცვის მსურველთა კოალიციის სამხედრო გეგმები, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შესახებ ოპერაციულ ფაზაში გადადის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომელმაც კოალიციის წევრი ქვეყნების მონაწილეობით ვირტუალური შეხვედრა გამართა. კირ სტარმერის თქმით, კოალიციის სამხედრო მაღალჩინოსნები 20 მარტს შეხვდებიან, რათა სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული გეგმა შეიმუშაონ.