კორუფცია ევროპარლამენტში
ხმაური ევროპარლამენტში. კორუფციული და გაყალბების სქემები, მათთან სავარაუდო კავშირში მყოფი ევრო დეპუტატები. ოპერაცია კოდური სიტყვით „თაობა“ ბელგიაში. ჩხრეკა ევროპარლამენტის მთავარ ოფისში და სხვა ქალაქებში ერთდროულად ჩატარდა. გამოძიება მასშტაბურია და ეს ევროპარლამენტის იმიჯს მნიშვნელოვნად ვნებს, თუმცა კანონის დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა უპირველესად იმ ხალხის მოვალეობაა, ვინც ევროპულ კანონმდებლობას ქმნის. კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტისთვის პირველი არ არის. „კატარგეიტის“ საქმე ამ დრომდე არ განელებულა.