გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქრონიკამ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც გიორგი ბაჩიაშვილმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთა. საინტერესოა რუსული პასპორტის გაცემის თარიღი - ეს არის 2024 წელი, მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი და ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა.