საქართველოს მოქალაქეების სანქცირებისთვის ბალტიის ქვეყნებს მადლობას უხდიან რადიკალურ ოპოზიციასთან დაახლოებული ორგანიზაციები - სახელისუფლებო გუნდისთვის ეს სანქციები უშედეგოა
საქართველოს მოქალაქეების სანქცირებისთვის ბალტიის ქვეყნებს მადლობას უხდიან რადიკალურ ოპოზიციასთან დაახლოებული ორგანიზაციები. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს სანქციები უშედეგოა. მმართველი გუნდის შეფასებით, სიაში საქართველოს ის მოქალაქეები მოხვდნენ, რომლებიც ქვეყნის წინაშე არა ერთ დამსახურება და საერთაშორისო აღიარება აქვთ. ევროპელი ბიუროკრატებისგან სანქციებით მუქარა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ უკვირთ. აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის უპირველესი სუვერენიტეტის დაცვაა.