ტრამპი VS ზელენსკი
ტრამპის მიერ შექმნილ რეალობაში ვაშინგტონი ზელენსკის საყვედურობს, მის დაბალ რეიტინგზე საუბრობს და იმ ასობით მილიარდის ხარჯვით ინტერესდება, რომელიც ამერიკიდან უკრაინაში გაიგზავნა. ამერიკის პრეზიდენტი ომის დასრულებაზე რუსეთის ლიდერთან მუშაობს და ამასთან შეგუება, კიევის გარდა, ბრიუსელსაც უწევს. ევროპას იმის აღიარებაც მოუხდა, რომ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე რესურსი არ დახარჯა და დიპლომატიური ბერკეტი თავად დაკარგა. ტრამპის ღია თამაშით დაბნეული ევროპელები გამოსავალს ეძებენ. ზელენსკი კი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დეზინფორმაციულ ვაკუუმშია.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები