ქართული ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
ქართული ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თემურ ხუბულური იმუშავებს, რომელსაც დღეს გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხუბულური ყოფილი ძიუდოისტია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ორჯერ მსოფლიოს და ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 1980 წელს კი მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2012-2020 წლებში ის საქართველოს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო