ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვამდე ერთი დღე რჩება
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვამდე ერთი დღე რჩება. ტურნირი სამ ლოკაციაზე, ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. გუშინ, აჭარის დედაქალაქში შეჯიბრება ციგურებით რბოლაში გაიმართა და ტურნირი დღეს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ბათუმში რამდენიმე დღის წინ ასევე იასპარეზა ინგა გურგენიძემ. 15 წლის გოგონა გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა მოიგო