ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი გერმანული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიციატივა, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა
ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი გერმანული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიციატივა, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა. საუბარია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე. პარტია გმობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისად და ქართველმა ხალხმა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა, საქართველოს მთავრობა კი რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში, ანუკი ჩხიკვაძე გაგვაცნობს.

სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები