დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლომ პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლომ პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული ბაჩიაშვილი. საქმეს მტკიცებულებად დაერთო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია რომ აუდიო ჩანაწერი ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაყალბებული, რამდენჯერმე დაჭრილი და ფალსიფიცირებულია. ჩანაწერი დაცვის მხარემ მტკიცებულებად მიიტანა , თუმცა დადგინდა რომ ყალბია. მომდევნო პროცესი 17 თებერვალს ჩაინიშნა.