ევროდეპუტატები: „ევროკავშირის კრახი“
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მწვავედ აკრიტიკებს. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ევროკავშირმა შექმნილი ვითარებიდან დიპლომატიური გამოსავალი უნდა მონახოს. დანილო დელა ვალეს მიაჩნია, რომ ბრიუსელს ომი თავიდან უნდა აეცილებინა, თუმცა ამის ნაცვლად ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიული ინტერესები გაითვალისწინა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირი დამოუკიდებელი არ არის. ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპარლამენტარი ონდრჯეი დოსტალიც. მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინის გადარჩენა ვერ შეძლო, ამ ფონზე კი საქართველოს მიმართ მოწოდება, შეწყვიტოს პრაგმატული პოლიტიკა, საფუძველს მოკლებულია.