ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებას მმართველი გუნდი აფასებს
ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ გარემოში არსებითი ცვლილებების გარეშე, თვითმმართველობის არჩევნები უნდა გადაიდოს, მმართველი გუნდი აფასებს. არჩილ გორდულაძის თქმით, განცხადება საფუძველს მოკლებულია. დეპუტატის განცხადებით, ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც იქნება პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ღირსეულ ადამიანებს ეკადრებათ.