პრემიერის ინტერვიუ „ევრონიუსთან“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ექსკლუზიური ინტერვიუ „ევრონიუსთან“. ირაკლი კობახიძემ მკაფიოდ თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ევრო კავშირის სრულფასოვანი წევრობა. პრემიერი გამოთქვამს იმედს, რომ მომდევნო წლებში მიდგომა საქართველოს მიმართ იქნება უფრო სამართლიანი. რუსეთთან ურთიერთობებისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო არ არის