მაიკ ბენცი: USAID-ი დაქირავებული გადატრიალებების პროფესიონალი ორგანიზატორია
USAID-ი დაქირავებული გადატრიალებების პროფესიონალი ორგანიზატორია. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა მაიკ ბენცმა განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ფერადი რევოლუციების მოსაწყობად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სოლიდური თანხები დახარჯა. მაგალითისთვის ბენცმა არაბული გაზაფხული, ასევე, ბელარუსსა და საქართველოში განვითარებული პროცესები მოიყვანა