პრემიერ-მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა. მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, ყინულის არენა დაათვალიერა და სპორტსმენებს შეხვდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტში. ახლად აშენებული ყინულის სასახლე ბათუმში განკუთვნილია ათას 500 მაყურებლისთვის. არენა ხვალიდან, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს