„ოცნების ქალაქი“ ბათუმში
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ადასტურებს, თუ რამდენად პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის მოქალაქეების კეთილდღეობა. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის ახალი გეგმის მიხედვით, 9 მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომლებშიც ათას 77 ოჯახი მიიღებს ბინას