თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა სააკაშვილის ინტერესების დამცველმა. მიზეზი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატის, გიორგი ჩალაძის ჩართვა გახდა. სააკაშვილმა ადვოკატების – შოთა თუთბერიძისა და შოთა კახიძის აცილება მოითხოვა. როგორც მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზიშვილმა განმარტა, საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე ადვოკატების ცვლილება კითხვებს აჩენს, რამდენად კეთილსინდისიერია დაცვის მხარე საკუთარ ქმედებებში. მოსამართლის თქმით, უკვე რიგით მეშვიდე ადვოკატი ერთვება სააკაშვილის ინტერესების დაცვაში, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ბრალდებულ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს პროცესის გაჭიანურება სურთ.