ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო რუსეთ უკრაინის ომის დასრულებასა და მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო რუსეთ უკრაინის ომის დასრულებასა და მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს. ლასლოს თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელებს ომის გაჭიანურება სურთ, რაც ცუდი მიდგომაა. ევროპარლამენტარი ამბობს, ყველა პოლიტიკური აქტორი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ევროპამ კი მეტი ისაუბროს მშვიდობაზე. გარდა ამისა, ანდრაშ ლასლომ უნგრეთსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დამოკიდებულება საქართველოს მსგავსია.