მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა ბულინგის ეშინია
მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა ბულინგის ეშინია. პარტია საქართველოსთვის წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ. გახარიას თანაპარტიელები დღეს ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია გახარიას გუნდს მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს.