ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, საქართველოში „დიფ სთეითის“ ქმედებები, ჯერ არ შეცვლილა
ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, საქართველოში „დიფ სთეითის“ ქმედებები, ჯერ არ შეცვლილა და მეტიც, „დიფ სთეითი“ კიდევ უფრო მეტი ძალებით ცდილობს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას. ერთ- ერთ მაგალითად სახელდება მაგისტრალების გადაკეტვის მცდელობა. განცხადებები მმართველ გუნდში კეთდება. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ანტიქართულ პროცესებს კოორდინირებას ისევ ამერიკის საელჩოდან უწევენ.