მომავალ კვირას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება
მომავალ კვირას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. მკვლელობებს, წამებას, საპატიმროებში არსებულ ვითარებას, ბიზნესის რეკეტს და ომის დანაშაულს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოება ბევრ ახალ ინფორმაციას გაიგებს. კომისიამ დასკვნა 6 თვეში უნდა წარადგინოს. შედეგი კი უნდა იყოს როგორც სამართლებრივი,ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.