ავტომაგისტრალის ბლოკირება კანონით ისჯება
ავტომაგისტრალის ბლოკირება კანონით ისჯება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას ორ წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. სტრატეგიული, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაშია დედაქალაქში შესასვლელი და გასასვლელი ცენტრალური გზები.