ხატია დეკანოიძე ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში მითითებას გასცემს, რომ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალები გადაკეტონ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში მითითებას გასცემს, რომ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალები გადაკეტონ. ამის მიუხედავად ოპოზიცია ამბობს, რომ აქციების ორგანიზების უკან თავად არ დგანან. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით კი ხატია დეკანოიძის პოსტი იმის დასტურია, რომ აქციების უკან სწორედ ოპოზიცია დგას.