UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს. დოლიძე მას განმეორებით შეხვდება. პირველი ბრძოლა 2023 წლის 18 მარტს გაიმართა და გამარჯვება იტალიელს დარჩა. საშუალო წონის დაპირისპირება ლას ვეგასში 16 მარტს ჩატარდება. ბრძოლა ხუთ რაუნდიანია და დღის მთავარი ღონისძიება იქნება. ქართველი საშუალო წონის რეიტინგში ამჟამად მეათე ადგილზეა, ხოლო იტალიელი მე-7 პოზიციას იკავებს