ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ოსერს“ გასვლაზე შეხვდა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ოსერს“ გასვლაზე შეხვდა. ანგარიში მასპინძლებმა 27-ე წუთზე გახსნეს. „სენტ ეტიენმა“ წონასწორობა 45-ე წუთზე დავითაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ აღიდგინა. ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ლუკას სტასინიმ გაიტანა და შეხვედრა ფრედ,ანგარიშით 1-1 დასრულდა