„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა. მათ 180 პალესტინელ პატიმარში გაცვლიან, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. უახლოეს მომავალში „ჰამასი“ გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომელთაც ეტაპობრივად, მომდევნო 5 კვირის ვადაში გაათავისუფლებენ