თეთრი სახლის მრჩეველი „დიფ სთეითის“ არსებობაზე საუბრობს
თეთრი სახლის მრჩეველი „დიფ სთეითის“ არსებობაზე საუბრობს. მედია ჯგუფმა O'Keefe Media Group-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პანდემიებზე რეაგირების საკითხებში მრჩევლად აყვანილი ბაირონ კოენი აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ სავსებით რეალურია და ის შეიძლება გამოიყენონ ტრამპის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების წინააღმდეგ. ერთ-ერთ სამიზნედ მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა, რომელსაც შესაძლოა ბიუროკრატიული მექანიზმების გამოყენებით საბოტაჟი მოუწყონ