დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა
დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა. ფაუჩი კოვიდ პანდემიის დროს შესრულებული საჯარო როლის გამო საფრთხის წინაშე დგას, რის გამოც მას სახელმწიფო დაცვა ჰყავდა დანიშნული. „სიენენის“ ინფორმაციით, მან კერძო დაცვა უკვე დაიქირავა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა დაცვა თავისი კაბინეტის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს მოუხსნა.