ანტისახელმწიფოებრივი ქმედება
რადიკალური ოპოზიცია ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს განაგრძობს. ზუსტად ორ დღეში, 27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. დღის წესრიგშია საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი. ცნობილია, რომ რადიკალები ცდილობენ, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატი შეზღუდონ. სტრასბურგში ქართული დელეგაცია შეხვედრებს თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართავს

სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები