სადებიუტო მატჩის წინ
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ. თამაში ხვალ თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.