თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურამ სამი მოწმე წარადგინა. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე. ის პროცესზე საქმესთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს. გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.