"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატების განცხადება, მმართველი გუნდისთვის კიდევ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟი მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატების განცხადება, მმართველი გუნდისთვის კიდევ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟი მიმდინარეობს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა თქმით, შვეიცარიული ბანკი ამ პროცესში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა "დიფ სთეითის" მიზნებზე ისაუბრა. ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები