თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა
თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა თეირანში, ირანის უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.